26 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
სანამ არ გაიმართება კონსულტაციები აქციზის გადამხდელ კომპანიებთან, ახალი რეგულაცია არ უნდა ამოქმედდეს - ბიზნეს ომბუდსმენი 

ფარულად მიღებული რეგულაციები ბიზნესმენებისთვის და ფინანსური წნეხი იმპორტიორებს - 31 მაისს მოულოდნელად მიღებულ ფარულ გადაწყვეტილებას,  რომლის შედეგადაც აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის განბაჟების ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდებათ ბიზნეს ომბუდსმენი ეხმაურება. 

ირაკლი ლექვინაძე მთავრობას და იმპორტიორებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს.მისი თქმით, ვიდრე საკითხს ფინანსთა სამინისტრო კომპანიების წარმომადგენლებთან არ განიხილავს, ახალი რეგულაციები ძალაში არ უნდა შევიდეს.

"ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება ოქროს სიას, სადაც არიან ყველაზე რეპუტაციული კომპანიები და მათი რაოდენობა ორ ასეულს აჭარბებს ხდება მსგავსი ტიპის ცვლილება, მე ვფიქრობ ბიზნესი უნდა იყოს, მე ვფიქრობ, ინფორმირებული.

დროში ასე სწრაფად გადაწყობა ფინანსური მოდელის არის საკმაოდ რთული ამ კომპანიებისთვის და მინიმუმ რაც უნდა მოხდეს, მანამდე სანამ არ გაიმართება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროში ამ კომპანიებთან,  მოხდეს იმ მოცემულობის შენარჩუნება, რომელიც დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს,"-აცხადებე ლექვინაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები