23 აპრილი 2024,   21:52
ვრცლად
„თითქმის სულ იქ იყო, იქ რჩებოდა ხოლმე თვეები" - ყაზბეგში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 27 წლის გიდია

ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, კოტე საცერაძე გიდად მუშაობდა. 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთია სამ გარდაცვლილს შორის, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ის რუსთავში ცხოვრობდა. 

მეზობლები ჰყვებიან, რომ კოტე საცერაძე უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა. ის უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ სავარაუდოდ კოტე საცერაძეს ხშირად უწევდა იმ ვერტმფრენით მგზავრობა, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა. 

„დარეკეს, რომ რაღაც მოხდაო. ჩვენ ხომ არ ვიცოდით. სადღაც 12 საათისკენ გავიგეთ მეზობლებმა, რომ აღარ იყო ეს ბავშვი. ჩემი ბავშვის მეგობარია. ჩემ ხელში გაზრდილია ეს ბავშვი. საუკეთესო ბავშვი, 27 წლის. დედა პედაგოგი ჰყავს, მამა ინჟინერი, კარგი ოჯახი , ძმა ექიმი ბიჭი. სამაგალითო ოჯახი. ჩვენი გული მაგან წაიღო, მაგ ბავშვმა,“-განაცხადა გარდაცვლილი გიდის მეზობელმა.

შემთხვევა ყაზბეგში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ვერტმფრენი დაახლოებით 50-60 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, როდესაც მან ვარდნა დაიწყო. კატასტროფის დროს ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები