19 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
მეზვრიშვილი გენერალურ პროკურატურაში, თადუმაძე უზენაეს სასამართლოში - ივანიშვილის ერთგული კადრების როტაცია საკვანძო უწყებებში

ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი მინისტრი პოზიციებს იძლიერებს - გიორგი გახარიას ხელში მალე შესაძლოა მთავარი პროკურატურის მართვის ბერკეტები აღმოჩნდეს. მედია უკვე აქტიურად საუბრობს, რომ საგამოძიებო უწყებას, შინაგან საქმეთა მინისტრის ნდობით აღჭურვილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გადაიბარებს.

პრესა წერს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა დიდი გადალაგება დაიწყო. დიდი ძალაუფლების მქონე უწყებებს ივანიშვილი მისი ერთგული კადრებით აკომპლექტებს და ყველას ვისშიც ეჭვი ოდნავ მაინც ეპარება თანამდებობიდან უშვებს. ახალი კონფიგურაციით, ძალოვნები მთლიანად გახარიას ხელში გადადის. ის გააკონტროლებს პოლიციას, პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორს, სადაც რამდენიმე დღეში ოფიციალურად ასევე გახარიას კადრი ლონდა თოლორაია დაინიშნება.

პირდაპირი გავლენები გახარიას ჯერ არ აქვს სუს-ზე, თუმცა მისი კადრი ალეკო ხოჯევანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ იქ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე და ამ გადაადგილებით სასამართლოც პირდაპირ ივანიშვილის, შუამავლების გარეშე დაექვემდებარება. ის, რომ თადუმაძის მთავარი მოსამართლეობა უკვე გადაწყვეტილია ეს დღეს ირაკლი კობახიძემ დაადსტურა.

ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საკვანძო თანამდებობას ახლა ყველაზე უფრო მეტი სიფრთხილით გადაანაწილებს. მათი თქმით, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურად ძალიან უჭირს და სტრატეგიულ პოსტებზე მხოლოდ სანდო კადრებს დანიშნავს.

გენერალური პროკურორის შერჩევა ზაფხულის ბოლოს დაიწყება, როდესაც მთავარი მბრალმდებლის პოსტი ვაკანტური გახდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები