20 ოქტომბერი 2019,   05:50
ვრცლად
მთავრობის პასუხისმგებლობაა, როდესაც გაუგებრობა ხდება - თურნავა პანკისის საკითხზე ბოკერიას შეკითხვას პასუხობს

უკვე ექვს საათზე მეტია, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. ოპოზიციას ნათია თურნავასთან კითხვები 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, იმ ფონზე, როდესაც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივების პროტესტი პანკისის გარდა სხვაგანაც არის, მთავრობამ რატომ გადაწყვიტა საპოლიციო ძალის გამოყენება სწორედ ოანკისის ხეობაში.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„რატომ იქნა გამორჩეული პანკისის შემთხვევა და რატომ იქნა ამ შემთხვევაში ამ ადგილობრივი თემის წინააღმდეგობის, რომელიც არ იყო კანონიერი, გეთანხმებით, არც იქ, არც აქ, რატომ იქნა გადაწყვეტილება მთავრობის მიერ მიღებული, რომ ამ შემთხვევაში აქ უნდა ყოფილიყო გამოყენებული სპეციფიურად საპოლიციო ძალა კანონიერი ინტერესების დასაცავად,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვას მინისტრმა უპასუხა. ნათია თურნავას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება პანკისში იყო პროფესიონალური. მან ასევე აღიარა, რომ როდესაც რაიმე გაუგებრობა ხდება, ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან ასევე პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან ჰესის მშენებლობის საკითხზე კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემაზეც ისაუბრა.

Image may contain: one or more people, crowd, table and indoor„ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, თუ რა ძალა იქნება გამოყენებული და შსს სრულიად პროფესიონალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, ამ ნაწილშიც ასე იყო, მაგრამ, როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, რა თქმა უნდა, ყველანი ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ როგორც არ უნდა იყოს, მთავრობის პასუხისმგებლობაა, როდესაც გაუგებრობა ხდება, მათ შორის კომუნიკაციის ნაკლებობა ამის მიზეზად სრულიად სამართლიანად დასახელდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაც არის და ჩვენი სამინისტროს პასუხისმგებლობა ამაში, რასაც არასოდეს არ გავურბივართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები