18 ოქტომბერი 2019,   01:50
ვრცლად
რატომ შემოვიყვანეთ "გაზპრომი" საქართველოს ჯანსაღ ეკონომიკაში როგორც მეტასტაზი - გოცირიძე თურნავას მიმართავს

პარლამენტში ნათია თურნავა „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ კითხვებს პასუხობს. ოპოზიციის თქმით, „გაზპრომთან“ ხელისუფლებამ არამომგებიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ ყიდის საქართველო რუსულ გაზს აუქციონზე. 

დაკავშირებული სურათი„რატომ ყიდის რუსულ გაზს აუქციონზე საქართველო და რა დატვირთვა აქვს მას. რატომ შემოვიყვანეთ "გაზპრომი," როგორც სომხეთისთვის ტრანზიტად მიმწოდებლის ნაცვლად საქართველოს ჯანსაღ ეკონომიკაში, როგორც მეტასტაზი, როგორც კომერციული სუბიექტი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეკონომიკის მინისტრი კი ამბობს, რომ როგორც კომერციულად, ასევე პოლიტიკურად „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სწორია. ნათია თურნავამ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ აუქციონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

Image may contain: one or more people, people on stage, people sitting and indoor„რატომ აუქციონი და აუქციონი არის ცნობილი, როგორც ყველაზე გამჭირვალე მექანიზმი, როდესაც შეზღუდული გაქვს რაღაც რესურსი. რატომ გაზის და ნავთობის კორპორაცია იმიტომ, რომ გაზის და ნავთობის კორპორაცია მათ შორის მისი ერთ-ერთი ფუნქციაა და ყიდულობს აზერბაიჯანულ გაზსაც და მიაქვს მას, არ ვიცი, ეს რამდენად ცნობილია თქვენთვის და მერე ხდება მიწოდება უკვე მოსახლეობისთვის. აუქციონის გარეშე პირდაპირი კონტრაქტებით ეს სხვა შეთანხებაა აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის ეს ფუნქცია არ არის უცხო,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები