24 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
ყაზბეგში დაღუპული პილოტის მეწყვილე, სატესტო ფრენასთან დაკავშირებულ ვერსიაზე, განმარტებას აკეთებს

ყაზბეგში, ტრაგედიის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში შეჩერებულია. მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. დღეს ექსპერტები, რომლებიც ადგილზე დილიდან მუშაობდნენ, დამტვრეული ვერტმფრენის ფრაგმენტი და ძრავი სპეციალურ ანგარში უნდა გადაეტანათ, თუმცა სამუშაოები დროებით შეწყდა. კატასტროფის ადგილას კურიერმა ჩაწერა დაღუპული პილოტის ილიკო ბაიდაშვილის კოლეგა, რომელიც ამბობს, რომ ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო და ახლა ისიც გამოძიების შედეგებს ელოდება.

„ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ველოდებით გამოძიების პასუხს. იმიტომ მოდის ჯგუფი, რომ დაადგინოს ყველაფერი, ეგენი არიან ექსპერტები. ეგეთი რამე არ არსებობს ბუნებაში, რომ მფრინავმა ვიღაც სამოქალაქო წაიყვანოს ან შესამოწმებელ ფრენაზე ან სასწავლოზე და მითუმეტეს დასახლებული პუნქტის თავზე იფრინოს. ილიკო თვითონ იყო მფრინავი და მფრინავი გაუმართავი ვერტმფრენით არ დაფრინავს,“-აცხადებს დაღუპული პილოტის მეწყვილე. 

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია ყაზბეგში გუშინ მოხდა. ვერტმფრენმა რომელის ბორტზეც სამი ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან პილოტი, გიდი და სასტუმრო „რუმსის" თანამშრომელი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი გაფუჭებული იყო და მისი შეკეთების შემდეგ სატესტო გაფრენას ახორციელებდა. 

დღის ამბები