20 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
ჭიაბერაშვილი თურნავას: საჯაროდ თქვით, რომ ვიდრე არ განხორციელდება ანაკლიის პორტის პროექტი, სხვა ღრმაწყლოვანი პორტი არ განხორციელდება

საქართველოს მთავრობის სახელით საჯაროდ და ღიად თქვით, რომ ვიდრე არ განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, სხვა ღრმაწყლოვანი პორტი არ განხორციელდება - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნათია თურნავასგან გარანტია პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრს, დაახლოებით, 6 საათია, უსმენენ. 

დაკავშირებული სურათი„ანაკლიის კონსორციუმი მთავრობისგან დღეს ითხოვს ერთადერთ რამეს, რომ საქართველოს მთავრობამ გასცეს საჯაროდ და ოფიციალური გარანტია, ვიდრე არ განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, სხვა ღრმაწყლოვანი პორტი არ განხორციელდება. ეს არის კონსორციუმის მთავარი მოთხოვნა, რომ ფინანსები იქნას ადვილად მოძიებული. ახლა ჩემს დარჩენილ დროს, ორ წუთის გითმობთ, რომ თქვენ ამ ტრიბუნიდან საჯაროდ და ღიად საქართველოს მთავრობის სახელით თქვით, რომ მე ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ვიძლევი ამ გარანტიას. დამერწმუნეთ, როგორც კი ამას ჟურნალისტები გააშუქებენ, ონლაინ ყველა უყურებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამით თქვენ ყველა იმ შიშს, რაც აქვთ ინვესტორებს, მოხსნით,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ჭიაბერაშვილის მოთხოვნა არ შეასრულა, თუმცა ზოგადად განმარტა, რომ ანაკლისს პროექტი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და მის საზიანოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგემბა. 

Image may contain: 1 person, suit and indoor„მე არ ვიცი, რატომ გახდა ასე საჭირო, საგანგებოდ კიდევ ერთხელ განმეორება იმისი, რაც უკვე ვთქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია. არცერთი ნაბიჯი მის საზიანოდ არ გადაიდგმება. არცერთი მისი დამაზიანებელი პროექტი არ განხორციელდება. ჩვენ ვმუშაობთ ინვესტორთან ერთად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები