14 ოქტომბერი 2019,   15:47
ვრცლად
"ოცნებაში" დაპირისპირებული ორი კლანის კანდიდატები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთის იბრძვიან

ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. თოლორაია გიორგი გახარიას კადრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანია. ვალერი ლომუშვილმა კი პოლიცია 2016 წელს დატოვა, ახლა მისი რეკომენდატორი ირაკლი ღარიბაშვილია. გრძელდება თუ არა ქართულ ოცნებაში კლანური დაპირისპირება,  ეს მომავალ კვირაში საპარლამენტო განხილვებისას გამოჩნდება, მანამდე კი შეკითხვები კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა. მესამე სექტორში არ გამორიცხავენ რომ უკვე წინასწარ იყოს განსაზღვრულ ვის გახდება სახელმწიფო ინსპექტორი.

სულხან სალაძე, რომელიც ინსპექტორის შემრჩევი კომისიის წევრი იყო ამბობს, რომ პროცესი ფორმალური იყო და კომისიამ დებულება არაერთხელ დაარღვია. აღმოჩნდა, რომ 48 კანდიდატიდან კრიტერიუმებს მხოლოდ ლონდა თოლორაია აკმაყოფილებდა. თუ კომისია მხოლოდ მას აარჩევდა, საჭირო გახდებოდა ხელახალი კონკურსის დანიშვნა, რადგან პრემიერს 2 კანდიდატი უნდა წარედგინოს. ამიტომ კომისიამ მეორე კანდიდატად არასაკმარისი დოკუმენტაციით წარდგენილი ლომუაშვილი აარჩია. 

კომისიას მხოლოდ სულხან სალაძე არ უპირისპირდება. ომბუდსმენი ამბობს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისას, შეკითხვები კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირების არ უნდა არსებობდეს.

სახელმწიფო ინსპექტორი ახალი კანონის მიხედვით დიდი ძალაუფლების მქონეა უწყებაა, მის ხელშია ფარული მოსმენების კონტროლი და სამართალდამცველების ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, ვის დაუჭერს ამ პოსტზე მხარს ქართული ოცნებას, გახარიას თუ ირაკლი ღარიბაშვილს რჩეულს. უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჯერ არჩევანი გაკეთებული არ აქვს.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ინსპექტორი ლონდა თოლორაია გახდება, ამით ინსტიტუტი გახარიას გავლენის ქვეშ მოექცევა და დიდი ძალაუფლების მქონე უწყება რეალურად უმოქმედო იქნება.

დღის ამბები