20 ოქტომბერი 2019,   06:02
ვრცლად
ხანძრები ბაზრობებზე - დაზარალებულებს ცეცხლის შემთხვევით გაჩენის ვერსიების არ სჯერათ

ბოლო წლებში ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების რაოდენობა გაიზარდა. მათი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მოსახლეობა კი ზარალის ანაზღაურების გარეშე რჩება. დაუდგენელ ვითარებაში გაჩენილი ხანძრით, ასობით ადამიანი დაზარალდა.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილმა ხანძარმა სოხუმიდან დევნილი ჯული ელიავა ღია ცის ქვეშ დატოვა. წლების განმავლობაში ის საბავშვო ტანსაცმლით ვაჭრობდა.  2017 წლის 30 იანვარს კი  35 ათასი ლარის ღირებული საქონელი დაეწვა, ზარალი არავინ აუნაზღაურა, განადგურებული ბიზნესის გამო კრედიტი ვეღარ გადაიხადა, ბანკმა ბინა გაუყიდა და ახლა გამოსახლებას ელოდება. ჯული ელიავა ერთადერთი არ არის, ვინც ამ მდგომარეობაში იმყოფება. მის მსგავსად სხვადასხვა მძიმე ისტორიით ასობით ადამიანი დარჩა.

ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ხანძრების უმრავლესობა გვიან ღამით ჩნდებოდა, მიზეზად სადენების გაუმართაობა სახელდებოდა და რეალური მიზეზი არც ერთხელ არ დადგენილა.

დაზარალებულებს შემთხვევით გაჩენილი ხანძრების ვერსიების არ სჯერათ, რადგან ცეცხლის ალში გახვეული სავაჭრო ცენტრები ყოველთვის საეჭვო ვითარებაში იწვის.

დღის ამბები