20 ოქტომბერი 2019,   06:02
ვრცლად
ლადო კახაძის პოეზია - აკრიტიკებდა თუ არა ალეგორიებით მმართველი გუნდის კანდიდატი წლების წინ "ქართულ ოცნებას"

"ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატს ლადო კახაძეს მრავალფეროვანი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით გახდა. 2016 წელს ოპოზიციაში იმყოფებოდა, დღეს კი მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია მთაწმინდის ოლქში. კახიძის განმარტებით, სხვადასხვა პარტიაში მხოლოდ ამ პარტიების ინიციატივით მოხვდა. განსხვავებულ მოსაზრებებს ღიად გამოხატავდა,  წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებსაც ღიად უპირისპირდებოდა, თუმცა არასასურველი პოლიტიკური ფიგურების გვერდით პრინციპების გამო გაჩერდა.

პოლიტიკოსები კახაძის რადიკალურ იდეოლოგიურ ცვლილებას მხოლოდ პირად ინტერესებს უკავშირებენ. პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ 2016 წელს მისი პარტიის შექმნის დროს არსებული ვითარება, უკვე ყველაფერს პასუხობს.

კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ლადო კახიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მისივე ლექსს, რომელიც 2016 წლის მარტშია გავრცელებული. ევროპულ საქართველოში ფიქრობენ, რომ ამ წელს ოპოზიციაში მყოფმა ლადო კახაძემ სწორედ ის ძალა გააკრიტიკა, რომლის სახელითაც ახლა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. სწორედ ამის გამო, მისი ოპონენტები თვლიან, რომ ლადო კახაძე პოლიტიკურად არასანდოა. ლადო კახიძე კი ამტკიცებს, რომ მინიატურა 2005 წელს დაწერა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გააკრიტიკა.

თუ არჩევნების მეორე ტურს შალვა შავგულიძე მოიგებს, ოპონენტები კახაძისგან პოლიტიკურ ცვლილებებს კიდევ ელიან.

დღის ამბები