20 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
პირი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გიულენის მოძრაობასთან კავშირს ედავებოდა, საქართველოში მალულად დაბრუნდა

საქართველოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირს ედავებოდა, საქართველოში მალულად, ზღვის გადმოცურვის შემდეგ დაბრუნდა. მალხაზ მეზვრიშვილის თქმით, თურქეთის პოლიციამ ქალაქ ბორჩხასთან მას ერთ დოლარიანი უპოვა, რის შედეგად ის ადგილზე დააკავა.

ქვეყნის პოლიცია გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების მიმართ ერთ-ერთ მტკიცებულებად სწორედ ერთ დოლარიან კუპიურებს იყენებს.

მალხაზ მეზვრიშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ თურქეთში ავტომანქანების შეკეთებაზე მუშაობდა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს საკონსულოს მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია.

„ ჩემი საკუთარი ავტომობილით ვიყავი ჩასული და შევამჩნიე, რომ ვიღაც მომდევდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, 1 დოლარიანი მეგობარმა მაჩუქა, იღბალს მოგიტანსო. მკითხეს, თუ ვიცი, რა არის ფეტო და თუ მიწერია რაღაც აპლიკაციები ტელეფონში, რომლებიც ფურცელზე ჩამოწერილი მაჩვენეს. ვუთხარი, რომ არ ვიცი რა არის, რაც მკითხეს, გაუგებარი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. 4-5-ჯერ მივედი კონსულთან, მაგრამ არაფერი სახეირო არ გაუკეთებიათ. საკონსულოში რომ მივედი, მათ პოლიციას დაურეკეს და ორმა თურქმა პოლიციელმა წამიყვანა განყოფილებაში. ასეთ რაღაცას რომ გაგიკეთებს საკონსულო, რისი იმედი უნდა გქონდეს და რატომღა უნდა მიხვიდე იქ?“, - განაცხადა მალხაზ მეზვრიშვილმა.

დღის ამბები