24 აპრილი 2024,   15:49
ვრცლად
„თუ ბევრი ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე, ხელისუფლება მაქინაციებით ვერ შეძლებს ამომრჩევლის ნების განეიტრალებას" - შალვა შავგულიძე

ყველა ხმა მნიშვნელოვანია! წადი არჩევნებზე - აქცია-კონცერტი ამ ლოზუნგით ამ წუთებში სულხან საბას ბაღში მიმდინარეობს. ზურა ჯავახია და ჯგუფი "მარტივი გამოსავალი" ამ ფორმით მთაწმინდის ამომრჩეველს ხვალ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

აქცია-კონცერტზე იმყოფებიან "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე, მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათ შორის სანდრა რულოვსი და დავით ბერძენიშვილი.

"თავისუფალი დემოკრატები - ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, თუ მოსახლეობა მასშტაბურად მივა არჩევნებზე, ხელისუფლება შედეგების გაყალბებას ვერ შეძლებს.

„ხვალ არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტნი უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები. რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ შეძლებს მაქინაციებით მასიურად გამოხატული ხალხის ნების განეიტრალებას," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მოსახლეობას დავით ბერძენიშვილიც.

 „მთავარია, ის რომ მთაწმინდას ქვეყნის ნომერ პირველ ოლქს აქვს შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გამოუცხადოს უნდობლობა, რაც უკვე დომინოს პრინციპით იქნება მომავალ არჩევნებზე“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები