25 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
სეტყვა და წვიმა გორში - დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და კომერციული ფართები 

ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში - უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სამაშველო სამსახურში 10-მდე შეტყობინებაა შესული.  

ძლიერი ნალექის გამო, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფები და კომერციული ფართები. სამაშელო სამსახურები ძირითადად წყლის ამოტუმბვის სამუშაოების ახორციელებენ. წყლის დონე მომატებულია საავტომობილო გზაზე. 

ასევე, ძლიერი წვიმა დ სეტყვა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. მოსახლეობა დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები