18 ოქტომბერი 2019,   01:52
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ბეჩოში დასრულებულია - მაშველებმა ცხედრები მანქანაში აღმოაჩინეს

ბეჩოში მიმდინარე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. მაშველებმა ცხედრები იმ ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც ცოტა ხნის წინ მდინარიდან ამოიყვანეს. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ტერიტორიიდან გადაასვენეს, მეორეს ამოყვანის პროცედურა კი ამ წუთებშიც გრძელდება. 

ვაჟა ჟორჟოლიანი და ამირან გვიდანი ადიდებულ მდინარეში ხიდიდან 2 დღის წინ გადავარდნენ. მათი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები