20 ოქტომბერი 2019,   06:03
ვრცლად
„ეს არის ატმოსფერო, რაც შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა უბანზე შექმნა" - ელენე ხოშტარია

აქ ჩვენ ყველა უბანზე გვყავს აქტივისტი, რომელიც იღებს უბნის გარეთ ვითარებას და სწორედ ამ გადაღებამ გააღიზიანა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ქალბატონი ანი გელოვანი - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, ცოტა ხნის წინმომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქართული ოცნების აქტივისტი, თავს დაესხა დამკვირვებლებს.

შემთხვევა მე-18 საარჩევნო უბანთან მოხდა. „ქართული ოცნების“ აქტიურმა აქტივისტმა, ანა გელოვანმა, ფიზიკური შეურაცხყოფა „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორებს, მიაყენა. გამოძიება 162-ე მუხლით არის დაწყებული.

„ეს არის ატმოსფერო, რაც შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა უბანზე შექმნა. აქ ჩვენ ყველა უბანზე გვყავს აქტივისტი, რომელიც იღებს უბნის გარეთ ვითარებას და სწორედ ამ გადაღებამ გააღიზიანა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ქალბატონი ანი გელოვანი, რომელიც ასევე არის საჯარო მოხელე, მუშაობს რკინიგზაში და საარჩევნო, ეტყობა იყენებენ ესეთი აგრესიული შემთხვევებისთვის. ცხადია, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, ქალბატონი ანი ახლა იმალება, ვეღარ ვიპოვეთ. გამოვიძახეთ პოლიცია და რა თქმა უნდა, ის აუცილებლად, ამისთვის უნდა დაისაჯოს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამ დროისთვის, „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი, დავით იმნაძე და ბექა ყესოშვილი ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ორივე პირი მონაწილეობდა მე-17 და მე-18 საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტში.

 

დღის ამბები