21 სექტემბერი 2019,   20:11
ვრცლად
კანონი მაძლევს ამის საშუალებას, - "კურიერის" კამერამ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან საკრებულოს მაღალჩინოსანი დააფიქსირა

შანიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან „კურიერის“ კამერამ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შენიშნა. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მას საარჩევნო უბანთან ყოფნის უფლება აქვს და ეს უფლება მას კანონით არ ეზღუდება.

„თუ კადრებია რამე და დარღვევა, მაგაზე ადეკვატური რეაგირება იქნება. იქ, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით და მეკითხებით, აქ არის სიმშვიდე, ფაქტია. მე ვარ წარმომადგენელი "ქართული ოცნების" და მხარს ვუჭერ იმ ხალხს და იმ საზოგადოებას, სადაც ახლა ვიმყოფები. კანონი არ ზღუდავს და კანონი მაძლევს ამის საშუალებას,"-აცხადებს ზარქუა.

 

დღის ამბები