25 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
"ვარ გაცნობილი წინასწარ მონაცემებს, რამდენადც ვიცი საიმედო მონაცემებია"-ლადო კახაძე

„არ ვფლობ წინასწარ ინფორმაციას“-ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში ჩატარებული კახი კახაძის საგანგებო ბრიფინგის შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ მონაცემები ჯერ არ იცის. კახი კალაძემ  კი ლადო კახაძე ფაქტობრივად გამარჯვებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ის დიდი უპირატესობით იმარჯვებს და არჩევნების მეორე ტურზე შალვა შავგულიძე დამარცხდა.

ლადო კახაძე კი ამბობს, რომ  თავად ის წინასწარ მონაცემებს არ გაცნობია.

„მე ჯერ არ ვარ გაცნობილი წინასწარ მონაცემებს. მაგრამ რამდენადაც მე ვიცი წინასწარი მონაცემები არის საიმედო ჩვენთვის და კარგი მონაცემებია. მაგრამ მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას, ამიტომ ჩემი ინფორმაცია არ იქნება სწორი,“-განაცხადა ლადო კახაძემ. 

დღის ამბები