18 ოქტომბერი 2019,   01:43
ვრცლად
პოლიციის მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება, როგორც ეს რამდენიმე უბანზე მოხდა, წერტილი - გახარია ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

 „იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა“-ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ის არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას, რომ მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინებას ე.წ. ძველი ბიჭების მხრიდან. გიორგი გახარიას თქმით, ყველა იმ ფაქტზე, პოლიციამ მოახდინა რეაგირება.

"დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია არის ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომელებზეც ძიება დაიწყება. იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი. ეს არის ყველაზე მთავარი და პოლიცია არ არის ის ორგანო და საერთოდ გამოხატვის თავისუფლებას არავის არ ვუზღუდავთ. შესაბამისად იქ, სადაც იქნება კანონის დარღვევა ან გადაცდომა, მცირეოდენი რა თქმა უნდა რეაგირება იქნება მყისიერი ისე როგორც ეს რეაგირება დღეს რამდენიმე უბანზე მოხდა,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები