20 ოქტომბერი 2019,   06:04
ვრცლად
"სპეციალურად დაიჭირეს, რომ გაერიდებინათ პროცესებისთვის... ხელისუფლებამ გაუჩალიჩა ალბათ," - ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავაზე საუბრობს

სპეციალურად დაიჭირეს, სპეციალურად, რომ გაერიდებინათ პროცესებისთვის - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ზვიად კუპრავას შესახებ საუბრისას გააკეთა. 

ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას მადლობას უხდის იმ წვლილისთვის, რომელიც მისი თქმით, კუპრავას ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებაში მიუძღვის.

ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას ერთ-ერთი ბრალდების შესახებ საუბრობს, კერძოდ სხვისი თეფშიდან ჭამის გამო გირაოს შეფარდებაზე.  ზაზა სარალიძე კუპრავას საქმეზე მოწმედაც იყო დაბარებული. 

„მოხდა ისე, რომ დააკავეს კუპრავა. ეს იყო ზაფხულის აქციები, თქვენც კარგად გახსოვთ. რა თემაზე დააკავეს, ამაზე მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ სასამართლო განაჩენიც არ ყოფილა ჯერ, როგორც ვიცი. ეს უკვე გამოძიების დასადგენია ყველაფერი. მაგრამ ერთი ვიცი, რომ სპეციალურად დაიჭირეს, სპეციალურად, რომ გაერიდებინათ პროცესებისთვის, ხელისუფლებამ ალბათ, მეტი ვინ გაუჩალიჩებდა. თქვენ და მე რომ არ გავუჩალიჩებდით, ვიცით... ეს იყო ყველაფერი გათვლილი, ვინ გათვალა ამას ვერ ვიტყვი, ვერ დავადასტურებ, არ ვიცი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე განმარტავს, რატომ აღარ იყო ზვიად კუპრავა მის გვერდში, დაახლოებით 10 სექტემბრის შემდეგ. ასევე, ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ დაკითხეს ის ზვიად კუპრავას საქმეზე, რომელსაც სხვისი თეფშიდან ჭამის გამო, გირაო შეუფარდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საშიში იყო უკვე ზვიადის დაკავება ნებისმიერ ბრალდებაზე, ფაქტია უკვე ციხეში ზის. მოხვდა პანღურის გულისთვის. აუცილებელი იყო გარიდება ზვიადის ამ პროცესების. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეზე არასდროს, არანაირი წყენინება არ გვქონია, პირადი ურთიერთობის გარდა. მაგრამ, ძალიან ცუდი იცით რა არის, ვერ ამოვხსენი ვერანაირად, რატომ არ დავიკითხე ზვიადის პროცესზე, მთავარზე,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

დღის ამბები