25 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
ლარის დევალვაცია, ინფლაცია, საბანკო ზედამხედველობა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან 

ლარის კურსი, ინფლაცია, საბანკო ზედამხედველობა - ამ საკითხებზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწევს. 

კობა გვენეტაძე პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიური ანგარიშით წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, კითხვები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ექნება როგორც ოპოზიციას ასევე საპარლამენტო უმრავლესობას.

Image result for ირაკლი კოვზანაძე“იქნება მოსმენა ყველა მიმართულებით, მათ შორის იმაზეც, რომელზეც პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, თავის მანდატთან ერთად. ეს არის ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები, საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები. ვფიქრობ, რომ დეპუტატებს ექნებათ კითხვა, მათ შორის ლარის კურსი, ლარის კურსის დევალვაცია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, საბანკო ზედამხედველობის სხვადასხვა მიმართულებები. ვფიქრობ, რომ კითხვები ექნება, როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას და ველოდები ადეკვატურ პასუხებს, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისგან,“-განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ.

ოპოზიციაში კი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის არასწორ მუშაობაზე საუბრობენ. ენმ-ში ამბობენ, რომ უწყებამ კობა გვენეტაძის ხელმძღვანელობით არაერთი შეცდომა დაუშვა.

Related image„ადამიანებს და ბიზნესს არ აქვს სტაბილურობის განცდა, ლარი არის არასტაბილური, ფასების ზრდის შეგრძნება არის ყოველთვის, რაც ხელს უშლის ბიზნესს მომავალი აქტიურობის დაგეგმვაში. ეროვნულმა ბანკმა ვერ გაართვა თავი თავის მოვალეობას, მრავალი შეცდომა დაუშვა. ყოველთვის თავს უქნევდა მთავრობას და თავისი შეცდომები, მათ შორის საბიუჯეტო სფეროში, როდესაც წლის ბოლოს ხდებოდა დიდი ოდენობით ხარჯვა და ამას მოჰყვებოდა ლარის გაუფასურება, ეროვნულმა ბანკს არასდროს გაუპროტესტებია,“-აცხადებს რომან გოცირიძე.  

დღესვე კომიტეტზე რამდენიმე უწყება, მათ შორის ცესკო, აუდიტის სამსახური და ჰერალდისკის საბჭო მომავალი წლის ბიუჯეტზე განაცხადს წარადგენს.

დღის ამბები