25 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
მამაკაცს 16, ქალს კი 13 ჭრილობა აქვს მიყენებული - აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები 

16 ჭრილობა მამაკაცს და 13 ჭრილობა ქალს - აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლე, მეუღლა კი დაჭრა. 

ქალი ამ დროისთვის "გორმედში" რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული მკვლელობის ადგილზე ჰყავთ მიყვანილი. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები