26 აგვისტო 2019,   03:42
ვრცლად
დაჩეხილი აქვს სახე, ექსპერტმა იმდენი ჭრილობა აქვს, ვერ დავთვალეთ და გავანებეთ თავიო - აგარაში მოკლული მამაკაცი სახლში გადაასვენეს

აგარაში, სასტიკად მოკლული 41 წლის მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. 41 წლის მამაკაცს 16 ჭრილობა მეზობელმა მიაყენა, რის შემდეგაც მან საკუთარი მეუღლე დაჭრა. მიზეზად კი ეჭვიანობა სახელდება. მოკლული მამაკაცის ოჯახს მომხდარის ახსნა უჭირს. მათი განმარტებით, მოკლულს ბრალდებულის მეუღლესთან არაფერი აკავშირებდა. წარსულში ისინი ერთად მუშაობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ არანაირი შეხება ერთმანეთთან არ ჰქონიათ.

„სულ დაჩეხილია. ჯერ მარტო სულ სახეზე აქვს დაჩეხილი და ტანი ხო, ექსპერტი, რომ კერავდა თურმე ვეღარ დავთვალეთ იმდენი იყოო და გავანებეთ თავიო. არ ვიცი ფსიქიკურად დაავადებულია თუ რა ჯანდაბაა, რამ მოუარა,“-განაცხადა მოკლულის სიმამრმა. 

დაჭრილი ქალი, რომელსაც 13 ჭრილობა აქვს მიყენებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც მისი დედა ადასტურებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები