23 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
ალმაატაში საპროტესტო აქცია განახლდა

ალმაატაში რიგგარეშე არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო აქცია განახლდა. დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, თუმცა აქცია კვლავ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. პოლიციის განყოფილებაში ამ დროისთვის 100 ადამიანი გადაიყვანეს, დაკავების დროს ერთი მათგანი ცუდად გახდა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი არადემოკრატიული იყო. ვადამდელ არჩევნებში ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა, რომელმაც ეს პოსტი ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ დაიკავა.

გუშინ სამართალდამცველებმა ალმაატისა და ნურსულთანის ქუჩებში 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

დღის ამბები