რუსეთში ალმასის მწარმოებელი კომპანიის "Алрос"-ის თანამშრომლებს 3 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს. გაირკვა, რომ ისინი კომპანიიდან ძვირფას ქვებს იპარავდნენ. მათი ბინების ჩხრეკისას პოლიციელებმა ბრილიანტების გარდა 2 ნახევარი მილიონი დოლარიც იპოვეს.
"Алрос"-ის ქურდი თანამშრომლები იმ დროს დააკავეს, როდესაც ალმასების მორიგი პარტიის გაყიდვას ცდილობდნენ.