25 ივნისი 2019,   16:52
ვრცლად
30 მილიონის ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება - საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა 30 მილიონი ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენების საქმეზე სამი პირი ამხილა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. მათ ხელოვნურად შეიქმნეს ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში.

გამოძიებით დადგინდა, რომ აქტივი შემდგომში გამოყენებული იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისათვის. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე  მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღის ამბები