18 ივნისი 2019,   02:00
ვრცლად
ხაშურში მამაკაცი დაჭრეს - მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული 

ხაშურში წყვილს შორის დაწყებული საქმის გარჩევა მამაკაცის დაჭრით დასრულდა. ცხოველთა თავშესაფრის ვეტექიმი და სოციალურ სახლში მცხოვრები ქალბატონი ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა ეჭვიანობის ნიადაგზე 2 კვირის წინ დაშორდნენ.

სავარაუდოდ, ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მეგობარ გოგონას დღეს სახლში მიეჭრა და 2 არასრულწლოვნის თვალწინ სცემა.

ძალადობის ფაქტს შეესწრო გოგონას ძმაც, რომელმაც დანა აიღო, და თავდამსხმელს, დიმიტრი ზავარინს მუცელში სამი ჭრილობა მიაყენა. ზავარინი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ძმა კი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები