17 სექტემბერი 2019,   15:38
ვრცლად
აფეთქება რუსულ ტანკერზე - ინციდენტს სამი მეზღვაური ემსხვერპლა

აფეთქება რუსულ ტანკერზე - ინციდენტს სამი მეზღვაური ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა პორტში ნავთობის გადმოტვირთვის დროს მოხდა. სამივე მეზღვაური ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ამდენივე ადამიანი. ისინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს.

მაშველები კიდევ ერთ დაკარგულ მეზღვაურს ეძებენ. გავრცელებული ცნობით, ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გამო პორტი დროებით დაიხურა.

დღის ამბები