19 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
ცდილობდნენ, ძალადობის მიმართულებით წაეყვანათ გამოძიება, რასაც ვერ დავამტკიცებდი - Qartli.ge-ის რედაქტორმა გენინსპექცია დატოვა

ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში დასრულდა. Qartli.ge-ის რედაქტორმა გენერალურ ინსპექციას გორის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ვიდეომასალა გადასცა, რომელშიც ასახულია თუ როგორ უშლიან ხელს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში პოლიციელები.

გამოკითხვის შემდეგ საბა წიწიკაშვილმა განაცხადა, რომ გამომძიებლები ცდილობდნენ, გამოძიება ძალადობის მუხლით წაეყვანათ, რისი დამტკიცებაც მას გაუჭირდებოდა. ამიტომ მან მოითხოვა, რომ ძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიმართულებით წარიმართოს. საბა წიწიკაშვილის თქმით, სწორედ ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები მიაწოდა მან გამოძიებას. Qartli.ge-ის რედაქტორი სამართალდამცველებს თავდასხმასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებდა. 

რაც შეეხება მაგისტრალზე მომხდარ ავარიას, რის გადაღებასაც Qartli.ge-ის ჟურნალისტი ცდილობდა, როგორც ცნობილია სამართალდამცავების კუთვნილი ავტომანქანა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა არასრულწლოვანმა გაიტაცა. მოზარდი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოჰყვა. მოზარდი სამართალდამცველებმა დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები