17 ივლისი 2019,   21:31
ვრცლად
17 წლის ბიჭი პოლიციელებს მათივე მანქანით გაექცა - რა მოხდა გორში, "კურიერმა" გაარკვია

9 ივნისის ღამე შიდა ქართლის პოლიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 17 წლის ბიჭი გორში დააკავეს. რამდენიმე წუთის შემდეგ გურამიშვილის ქუჩაზე გაჩერდნენ, პოლიციელები მანქანიდან გადავიდნენ, რა დროსაც არასრულწლოვანი მძღოლის მხარეს გადაჯდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი გაიტაცა. ამ ვერსიას ძალოვან უწყებაში არ ადასტურებენ.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ 9 ივნისს პირველიდან 2 საათამდე პერიოდში სამართალდამცველები ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ და სწორედ ამ დროს უყურადღებოდ დატოვებული ავტომობილი ძალოვანებს 17 წლის მოზარდმა მოპარა. დაახლოებით, 8 კილომეტრის გავლის შემდეგ კი გორის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. მოზარდი გადაბრუნებული ავტომობილიდანაც გაიქცა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში წავიდა. არასრულწლოვანი სოფელ ორთაშენში შემთხვევიდან 12 საათის შემდეგ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა დაკავებულის დედა. ქალი, რომელიც კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვს, ყვება, რომ მის შვილს პოლიციელები რამდენიმე თვეა, ემუქრებიან და ავიწროვებენ.

სამართალდამცავებს მომხდარის გახმაურება რომ არ აწყობდათ, ისიც ადასტურებს, რომ ავარიის ადგილზე მისულ Qartli. Ge-ის ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცადეს, რომ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ. უკვე იდენტიფიცერებულია ის პოლიციელი, ვინც წიწიკაშვილის მტკიცებით, მას ზურგში ჩაარტყა. გორის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ალექსანდრე ოხანაშვილი სავარაუდო დანაშაულის მიუხედავად, საქმიანობას ამ დრომდე აგრძელებს.

საბა წიწიკაშვილი საქმის აღძვრას ჟურნალისტური საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით ითხოვს. 

 

დღის ამბები