25 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო არჩევნების ნაცვლად, ხელისუფლება შეიცვლებოდა - გიორგი ვაშაძე

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი 2020-სთვის“ - ამის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეს აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა. მისი თქმით, ეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა.

„თუ სისტემურად შევხედავთ ნებისმიერ შემდგომ არჩევნებს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. განსაკუთრებით გასული საპრეზიდენტო არჩევნები იყო ამის კარგი მაგალითი და ასევე შუალედური არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ ოპოზიციის მხრიდან. იგივე შედეგობრივი თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ზრდაა. უფრო მწყობრი სტრატეგიები ავაგეთ. საპრეზიდენტო არჩევნები იყო უნიკალური შემთხვევა. საპარლამენტო არჩევნები რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო არჩევნების ნაცვლად, ხელისუფლება შეიცვლებოდა იმიტომ, რომ მილიონი ხმა იყო ოპოზიციის მხარეს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს კიდევ წელიწადნახევარი მოსამზადებლად.

„ჩვენ მაგრად უნდა მოვემზადოთ და უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ჩვენ გვინდა სიკეთე მივიტანოთ თითოეულ ოჯახში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები