24 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დანაშაულის ტოლფასია, არის, რომ საქართველომ ფუნქცია დაკარგა - კოტე კემულარია 

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი კოტე კემულარია ამბობს, რომ პოლიტიკური მოძრაობის მთავარი სიმდიდრე მრავალფეროვნებაა. მისი თქმით, ისინი გუნდში ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს ელიან.

კემულარიას განცხადებით, დღეს როცა „გამარჯვებული საქართველო“ დაფუძნდა, მმართველი პარტიის ლიდერები ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თვალს ადევნებენ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა და ქვეყანამ ფუნქცია დაკარგა.

„ამ ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დანაშაულის ტოლფასია, საქართველომ ფუნქცია დაკარგა. აღარ ზის საქართველო იმ მაგიდასთან, სადაც შავი ზღვის, ყარსის საკითხები წყდება. უამრავი რამ ხდება, რაც გვაზიანებს. ამან გადაგვაწყვეტინა, რომ სახლში ჯდომის დრო არ არის,“ - ამბობს კემულარია.

მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდებთან. მისი განცხადებით, "გამარჯვებულ საქართველოს" კონკრეტული მიზანი აქვს და ის არ გაიყიდება. 

დღის ამბები