25 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
არასტაბილური ეროვნული ვალუტა, ბიუჯეტის ფლანგვა - ოპოზიცია ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პარლამენტში ელოდება 

არასტაბილური ეროვნული ვალუტა, ბიუჯეტის ფლანგვა, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა - ამ თემებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი დღეს პარლამენტში ოპოზიციასთან ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. მას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე ელოდებიან.    

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უკვე კრიტიკულ მდგომარეობამდე მისული ეკონომიკური ვითარების შეცვლას მოქმედი ხელისუფლება ვერ შეძლებს და ის უნდა შეიცვალოს. 

„ფაქტია, რომ ბიუჯეტში უამრავი ფული იფლანგება, მრავალი არა რაციონალური, არაეფექტიანი შეიძლება ითქვას, ისეთი პროექტებია,  რომელიც პირდაპირ ფლანგავს ფულს, გაბერილია შტატები, დასაქმებულია ადამიანები, პარტიული თუ ნათესაური თუ სხვა ნიშნით. ამ ბიუჯეტის წყალობით, გაიზარდა ქვეყანაში ფასები და გაუფასურდა ლარი. ექვსი წელია ერთი და იგივეს ურტყამენ თავზე, ახლა დახარჯულია ბიუჯეტიდან 5 მილიარდი ლარი დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს 10 მილიარდი, ეს წარმოუდგენლად დიდი რიცხვია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ პროცესები გეგმის მიხედვით მიდის. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსი, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება.

„რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, ჩვენ ამ მიმართულებით, გვაქვს პირიქით, წარმატებები. თუ გულისხმობთ იმას, რომ რაღაცა ნაწილი დარჩა ასათვისებელი, ასეთ შემთხვევაში, ეს თავისი ვალდებულებებით არის გადმოსული და მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ სწრაფად და ხარისხიანად შესრულდეს ბიუჯეტში გაწერილი თანხები“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

 

 

 

 

დღის ამბები