24 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
აქცია ტელეკომპანია "იმედთან" - "მაუდის" ქარხნის დაზარალებული თანამშრომლები ფულად კომპენსაციას ითხოვენ

აქცია ტელეკომპანია "იმედთან" -  "მაუდის" ქარხნის დაზარალებული თანამშრომლები ფულად კომპენსაციას ითხოვენ. მათი განმარტებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე, რომელიც ამავე დროს „ლიბერთი“  ბანკის მფლობელი და მაუდის ქარხნის ყოფილი მეპატრონეცაა, მათ დასაქმებას და კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დამოკიდებულება გაგრძელდება დაზარალებული თანამშრომლები აქციას უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

მაუდის ქარხნის თანამშრომლებს  მხარდაჭერა  „ლეიბორისტულმა“ პარტიამ გამოუცხადა. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი „ლიბერთი“ ბანკის და ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელს პენსიონერების მძარცველად მოიხსენიებს.

 

დღის ამბები