23 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
„მეტრომანის“ ბარათებიდან ფულის მითვისებაში ბრალდებულებს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

„მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ მითვისების ბრალდებით, პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. ასევე, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები