18 ივნისი 2019,   01:55
ვრცლად
ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება - ბესელია პომპეოს განცხადებას აფასებს

ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია მაიკ პომპეოს გზავნილებს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრის აზრით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის პრემიერს საჯაროდ ელაპარაკება პრობლემების შესახებ, ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩვენებზე ხელისუფლება გაყალბების მეთოდებს ვეღარ გამოიყენებს.

მისი თქმით, ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ დეპუტატები ესაუბრებოდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს არ გაითვალისწინა.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი"მე მგონია, რომ ვისაც ესმის ეს ენა და ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დიპლომატიაზე, უნდა ესმოდეს კარგად, რომ ის, რასაც ელაპარაკებიან პირისპირ ან დახურულ სივრცეში და როდესაც ეს გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერმინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით და ვერ გავაგებინეთ ეს ვერაფრით „ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელშიც მაიკ პომპეო სხვა თემების გარდა, სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალ არჩევნებს და ანაკლიის პორტს შეეხო, ეს გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში კიდევ უფრო მკაფიოდ აისახა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები