19 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
აუცილებელია, რომ ყველა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ამას ხაზგასმა არ სჭირდება - ჩუგოშვილი პომპეოს გზავნილებს ეხმაურება

"რაც უფრო უკეთ იქნება გათვითცნობიერებული ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები, ამას შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ," - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საკმაოდ მკაცრ გზავნილებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მზად არიან, გააგრძელონ ის რეფორმები, რაზეც მაიკ პომპეო მიუთითებს.

„ქართულ ოცნებაში“ ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავენ იმაში, რომ პომპეოს მდივნის განცხადებებში საუბარი იყო, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, დასრულდეს ანაკლიის პორტის პროექტი და იყოს თავისუფალი სასამართლო.

თამარ ჩუგოშვილი-ის სურათის შედეგი„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები უკავშირდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას. აუცილებელია, რომ ყველა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ამას ხაზგასმა არ სჭირდება. ისედაც ნათელი და მკაფიოა, რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად საქართველოს შიდა საკითხებზე არის აქცენტი გაკეთებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღება არის მაღალი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ, რაც არის ძალიან კარგი და სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ყურადღება გვჭირდება. შიდა თემებში, მათ შორის შიდა თემებში, შიდა მიმდინარე რეფორმებში რაც უფრო უკეთ იქნება გათვითცნობიერებული მაღალი თანამდებობის პირები ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის, ამას შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ყურადღებას ამახვილებენ პომპეოს გზავნილების იმ ნაწილზე, სადაც ის რეფორმებს დადებითად აფასებს.

გია ვოლსკი-ის სურათის შედეგი„ამ კომენტარებს თუ დადებთ ერთად იმ კომენტარებთან, სადაც ლაპარაკია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას მიესალმება და მხარს უჭერს, დადებითად აფასებს, საკონსტიტუციო რეფორმის პოზიტიურობაზე თუ დაადებთ კომენტარს, სასამართლო რეფორმის საკითხებზე კიდევ თუ დაადებთ, მთლიანობაში მიხვდებით, რომ ყველაფერი ეს არის ის მიმართულებები, რომელიც საქართველო - ამერიკის ურთიერთობების ხვალინდელ დღეს, დღის წესრიგს ადგენს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელშიც მაიკ პომპეო სხვა თემების გარდა, სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალ არჩევნებს და ანაკლიის პორტს შეეხო, ეს გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში კიდევ უფრო მკაფიოდ აისახა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები