ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც შსს-ში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, პოლიციამ მკვლელობა, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გახსნა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.