18 სექტემბერი 2019,   16:16
ვრცლად
სამაშველო სამსახური საბანაო სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

სამაშველო სამსახური საბანაო სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს და ბანაობის დროს მაშველების მითითებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

მათი ინფორმაციით, ფატალური შედეგები ძირითადად მოქალაქეთა დაუდევრობით ხდება. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია წყალში საბანაოდ ნასვამ მდგომარეობაში შესვლა.    

„ ძირითადად დაუდევრობის გამო ხდება ფატალური შედეგები. ბევრი გადარჩენები გვაქვს. ძირითადად , არ ითვალისწინებენ მაშველების მითითებებს, ნასვამ მდგომარეობაში ახდენენ მდინარეებში, ტბებში  შესვლას. საბანაოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე, სადაც არის, როგორც აღვნიშნე, მინიმუმამდე დაყვანილი მისი სიცოცხლისათვის, ნებისმიერი მობანავესთვის  საფრთხის შემცველი გარემოებები, ეს არის საბანაო ზონა. აუცილებლად ვთხოვთ, რომ ისარგებლონ ამ ზონით ,“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსმა ნოდარ ჭუმბაძემ.

სამაშველო დანაყოფები 24-საათიან მორიგეობას აწარმოებენ თბილისის ზღვაზე, მდინარე მტკვართან, ლისისა და კუს ტბებზე.

დღის ამბები