19 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
ავტომობილში სხვა პირი არ იმყოფებოდა - შსს საპატრულო პოლიციის ავტომობილის გატაცების საქმეზე განცხადებას ავრცელებს 

17 წლის არასრულწლოვნის საქმეზე, რომელსაც სამართალდამცველები კრიმინალური პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაშ სამინისტრომ „კურიერში“ გასული ინფორმაციის შემდეგ გაავრცელა.

დაუდასტურებელი ვერსიით, როდესაც გორის ავტობანზე ავარია მოხდა, პოლიციის კუთვნილი ავტომობილიდან ერთ-ერთმა გამვლელმა ადამიანი ამოიყვანა, რომელიც საჭესთან იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.   

„10 ივნისს,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით,  02:09 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ გატაცებულ ავტომანქანას 2001 წელს დაბადებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი  კ.წ. მართავდა. მასთან ერთად ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა“ - ნათქვამია განცხადებაში." - წერია განცხადებაში. 

შს სამინისტრო უარყოფს კიდევ ერთ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მოზარდის დედა ამბობს, რომ მის შვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და 17 წლის არასრულწლოვანი ფხიზელ მდგომარეობაში იყო. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი საუბარია, რომ არასრულწლოვნის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნას გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ. 

„ის, რომ ამჟამად დაკავებული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ.  მათ შორის ისინი, ვის ავტომანქანასაც  კ.წ. შეეჯახა და ამის შემდეგ არასრულწლოვანს  გატაცებული მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ."

"კ.წ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და მისი დაკავება მომხდარიდან 12 საათის გასვლის შემდეგ განხორციელდა."

"ბრალდებულმა უარი განაცხადა ყველა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე და შესაბამისად, არ არსებობს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გახმაურებული იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც არასრულწლოვნის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა უნდა დაედგინა. კ.წ.-ს ჩაუტარდა მხოლოდ ალკოტესტი, რომელმაც გარკვეული დროის გასვლის გამო, ალკოჰოლური თრობა ვეღარ დააფიქსირა“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში."

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები