19 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
ივან გოლუნოვის საქმე - მოსკოვში ჟურნალისტის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცავებმა 400 ადამიანი დააკავეს

დაპირისპირება ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე - სამართალდამცავებმა 400 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები და პოლიტიკოსები არიან. პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ოპოზიციის ლიდერი ალექსი ნავალნიც.

აქციის მონაწილეები იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვდნენ, რომლებმაც გასულ კვირას ივან გოლუნოვს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს და დააკავეს. შეკრება დემონსტრანტებმა მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე დაიწყეს, შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს.

ივან გოლუნოვი რუსი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმეებს იძიებდა. ის გასულ კვირას ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საზოგადოების ზეწოლის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა ჟურნალისტი გაეთავისუფლებინა.

დღის ამბები