18 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
შინაური ცხოველის წამება და მისი მოკვლა პატიმრობით დაისჯება

შინაური ცხოველის წამება და მისი მოკვლა პატიმრობით დაისჯება. კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ყველა, ვინც ცხოველს არასათანადოდ მოეპყრობა, რომელიც სიკვდილს გამოიწვევს, ერთ წელს ციხეში გაატარებს. ახალი რეგულაციები ერთ კვირაში ამოქმედდება.

ცხოველთა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელიც მკაცრდება. აქამდე არსებული ჯარიმა ხუთმაგდება და 500 ლარი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა, სპეციალისტები კანონში ხარვეზებს ხედავენ. ისინი მთავარ პრობლემას მის აღსრულებაში ხედავენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ქვეყანაში ცხოველთა დამცველი პოლიციის ინსტიტუტი არ შეიქმნება, კანონის აღსრულების პრობლემა გაჩნდება.

შინაური ცხოველი წამების და არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი ინახება „კურიერის“ არქივში. ოფიციალური სტატისტიკა კი საპირისპიროს მეტყველებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, სახელმწიფო უწყებას მხოლოდ ასეთი მხოლოდ ოთხი ფაქტი აქვს გამოვლენილი.

დღის ამბები