17 სექტემბერი 2019,   15:31
ვრცლად
გვაინტერესებს სამინისტროს პოზიცია, უშვებს თუ არა, რომ გარეჯი საქართველო არ არის - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გიდები აქციას გამართავენ

დავით გარეჯი საქართველოა! - ამ ლოზუნგით სიმბოლურად დღეს, დავით გარეჯობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გიდების აქცია გაიმართება.

ისინი ამ ფორმით კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ აუცილებელია, გარეჯში არსებულ ვითარებას მეტი ყურადღება დაეთმოს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ინფორმაციას იმ კომისიის მუშაობის შესახებ, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე შეიქმნა.

„დაიწყეს შეხვედრები შემდეგ ეტაპზე გადავიდა ურთიერთობები, თუმცა შედეგს ვერ ვხედავთ. ისევ კვირაობით დაკეტილი გარეჯი, ისევ არ გვიშვებენ, მერე მოეხასიათათ და შეგვიშვეს. გვაინტერესებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია - უშვებს თუ არა, რომ გარეჯი საქართველო არ არის,“-ამბობს გიდი, რუსუდან ჯაფარიძე.  

დღის ამბები