საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ს საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ესაუბრა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე.
კომპანია “სერბერუს ფრონტიერის” დირექტორმა ალექსანდრე ბენარდიმ კი განაცხადა, რომ საქართველო უცხოელი ბიზნესმენების მოსაზიდად ყოველთვის ცდილობს პოლიტიკის დახვეწას.