26 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები - ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

ოპოზიციის ულტიმატუმი - გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები.  ამ მოთხოვნით მივა ოპოზიცია  საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, ამბობს, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდება, აქვს თუ არა ხელისუფლებას მზაობა, რეალურად შეცვალოს ვითარება.

იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ პროპორციულ სისტემას არ დატოვებს, ოპოზიცია შეხვედრების ამ ფორმატს ბოიკოტს გამოუცხადებს.

„20 პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის სახელით შეგვაქვს საინიციატივო ჯგუფის წინადადება პარლამენტში, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. სხვა ცვლილებები,რომელიც შეიძლება კობახიძის ჯგუფმა განახორციელოს, თუ იქნება კოსმეტიკური ხასიათის, თუ არ შეცვლის იმ ფუნდამენტურ თამაშის წესებს, რაც ახლა არსებობს, რაც ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივია არ იქნება კონსესუსი და შესაძლოა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტონ, რომ არ სურთ ამ ფარსში მონაწილეობა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, ვიხილავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას მზაობა, რომ განახორციელოს საარჩევნო სისტემის რეალური რეფორმა,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მას იმედი აქვს,რომ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს გადადგამს და საარჩევნო სისტემას შეცვლის. 

დღევანდელ განხილვაზე მიწვეულები არ არიან უმრავლესობიდან პროტესტის ნიშნად წასული დეპუტატები, რის გამოც ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები