საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში საზეიმო მიღება გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს შორის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მოქმედი მაღალჩინოსნები, ასევე სენატის წევრები და სამხედროები იყვნენ.
ღონისძიებამდე პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმავე ტრიბუნიდან სენატორმა კორი გარდნერმა, რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან.