19 ოქტომბერი 2019,   22:37
ვრცლად
რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების საფრთხე - ეკომიკის მინისტრის თქმით, რუსული გაზის შეძენის მიზანი მხოლოდ კონკურენციის შექმნაა

აშშ-ში  ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა გახსნა. კონფერენციის პირველ ნაწილში საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი მონაწილეობდა. მეორე ნაწილში კი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მინისტრს კონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს. აშშ-ში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მას  ჰკითხა, თუ რას სთავაზობს ინვესტორებს ხელისუფლება  იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, არ არსებობს სასამართლო და პრობლემები საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას აქვს.

“იმ ბოლო გარიგების მიხედვით, რომელსაც ხელი გაზპრომთან მოაწერეთ, თითქმის დაკარგულია ენერგოდამოუკიდებლობა. როდესაც არ გვაქვს მართლმსაჯულება და გვყავს არაფორმალური მმართველი, ფეოდალი, რომელიც ფლობს სასამართლოს და მთავრობას, როგორ უნდა მოუწოდოთ, მოახდინონ ინვესტირება ჩვენს ქვეყანაში?“- მიმართა მინისტრს ნინუკა ბორჩხაძემ.

მისი თქმით, ნათია თურნავასგან მან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსულ „გაზპრომზე“ საქართველოს ენერგოდამოკიდებულების საფრთხე არ არსებობს.

ნათია თურნავა-ის სურათის შედეგი„97% ჩვენი შიდა ბაზრისა არის დაკმაყოფილებული აზერბაიჯანული გაზით და მხოლოდ კომერციული სექტორის გარკვეულ ნაწილს შეუძლია სუფთა კონკურენციის ელემენტიდან გამომდინარე შეიძინოს რუსული გაზი თუ ამის სურვილი იქნება. ჩვენი სტრატეგიული მომხმარებელი, როგორიც არის მოსახლეობა, ელექტორენერგიის წარმოება, სრულად მარაგდება აზერბაიჯანული გაზით. რასაკვირველია საუბარი რაიმე დომინირებაზე, რაიმე დამოკიდებულებაზე „გაზპრომზე“არის უადგილო,“-აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები