25 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
უბედური შემთხვევა გურჯაანში - სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დაიღუპა.
33 წლის შოთა მთავარაშვილს დენმა დაარტყა. ის ქვესადგურის ჯგუფის უფროსი იყო და ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როცა ქარისა და წვიმის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები