20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
მედიაში სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა კანონმა უნდა დაარეგულიროს - კახა ბექაური

კახა ბექაური მაუწყებლობის კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ახალი ინიციატივა დღეს პარლამენტში გააჟღერა. კახა ბექაური ამბობს, რომ მედიაში სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა კანონმა უნდა დაარეგულიროს. დარღვევების შემთხევაში კი, საქმე თვითრეგულირების ორგანოს ნაცვლად, სასამართლომ უნდა განიხილოს.

„სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა ამოვიდეს და გადავიდეს რეგულირების საკითხში. ევროპაში ეს ნორმა, სიძულვილის ენა, რეგულირდება, -განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სიძულვილის ენის რეგულირების ჩარჩოში მოქცევა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია და რიგ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კიდეც.

ირაკლი კობახიძე-ის სურათის შედეგი„ეს არის საზოგადოების პრობლემა, ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას და კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბექაურის ამ ინიციატივის რეალურ ავტორად ოპოზიცია ხელისუფლებას ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს განსხვავებული აზრი შეზღუდოს და ახალი რეგულაციები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოიყენოს. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ამ პროცესში ყველა სტრუქტურის ჩართვას გეგმავს, მათ შორის მორჩილი სასამართლოს გამოყენებას, რომელიც თავისუფალი სიტყვის დამცველად ვერ გამოდგება.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქვეყნისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.

დაკავშირებული სურათი„მარეგულირებელი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ხდებიან და ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობენ, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. თვითრეგულაცია უნდა იყოს განსაზღვრული ისე, რომ არ მოხდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც დღეს საქართველოში, სადაც სასამართლო კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს კიდევ უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვიდრე ეს იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები