25 ივნისი 2019,   16:45
ვრცლად
საარჩევნო სისტემის მოგვარების გარეშე სამართლიან საარჩევნო გარემოს ვერ მივიღებთ - არასაპარლამენტო ოპოზიცია

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. მათი თქმით, თუ მმართველი გუნდი ამ მოთხოვნას არ დათანხმდა, ოპოზიცია დაკარგავს შანს, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს. 

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებზე კონსულტაციებში ჩაერთვებიან.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა აცხადებს, რომ შეცდომაა, როცა ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უარს აცხადებს.

კუკავა ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი ხარვეზია. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ ის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იმ საკითხებზე მსჯელობაში მიიღებს, რომელიც ეუთოსგან არის რეკომენდირებული.

კახა კუკავა-ის სურათის შედეგი„არ შეიძლება 13-დან 10 წევრი საარჩევნო კომისიებში ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“ ეს არსად ხდება. ეს შეიძლება ანგოლაში ხდებოდეს და ეს უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება რომ მმართველი პარტია ხარჯავდეს მთელი საარჩევნო ფონდების 99%. ასევე უნდა დაწესდეს რეგულაციები მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე,“-განაცხადა კუკავამ.

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობას დათანხმდნენ. ახვლედიანი იმედს იტოვებს, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლებასაც დათანხმდება.  

გიორგი ახვლედიანი-ის სურათის შედეგი"საარჩევნო სისტემის მოგვარების გარეშე ჩვენს სამართლიან საარჩევნო გარემოს ვერ მივიღებთ.  ამაზე ხელისუფლებამ შემოგვთავაზა მსჯელობა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკურ მსჯელობას წარმართავს უკვე ჩვენს მიერ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო პროცესში, რომელიც დღეს დაიწყო, 300 ათასი ხელმოწერა შევიდა პარლამენტში და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყება უახლოეს დღეებიდან. ხელისუფლება მზად არის, რომ სწორედ ამ პროცესში და ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ უკვე ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ სწორედ საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში“-აცხადებს გიორგი ახვლედიანი. 

დღის ამბები