18 ივნისი 2019,   01:52
ვრცლად
ბევრი წვრილი და საშუალო მეწარმე გაკოტრების პირას დააყენეთ - ოპოზიცია კაკაურიძეს მიმართავს

პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებმა გიორგი კაკაურიძეს შეკითხვები ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაუსვეს, რომელიც ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათების შეზღუდვას გულისხმობს. საუბარია იმაზე, რომ სააქციზო პროდუქციის განბაჟებისთვის მიცემული 30 დღიანი ვადა 5 დღით შემცირდა.

ოპოზიციის წევრების თქმით, ეს ცვლილება მხოლოდ ძლიერ კომპანიებს არ შეეხებათ. მათი თქმით, წვრილი ბიზნესისთვისაც შეიცვალა წესი და დაწესდა რეგულაციები. მათ განბაჟებისთვის 15-დღიანი ვადა ჰქონდათ, ახლა კი 5 დღემდე დაიწია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს რეგულაციები კომპანიებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი„სინამდვილეში მთავრობამ დისკუსია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაიყვანეთ, თითქოს, შეღავათი გაუუქმდა 200 კომპანიას, რაც ტყუილია და მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, სინამდვილეში ყველა წვრილი და საშუალო ზომის კომპანია სარგებლობდა შეღავათით, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ხუთის ნაცვლად, 15-დღიანი გადახდის პერიოდი ეკუთვნოდათ თუ ისინი აკეთებდნენ წინასწარ დეკლარირებას. მათ ეს 10-დღიანი ვადა წაერთვათ. მსხვილი კომპანიები რთულად, მაგრამ ამ საბანკო რეგულაციების პირობებში მაინც მოახერხებენ სესხებზე ხელმისაწვდომობას, მაგრამ წვრილებს რა ეშველებათ.

„ამიტომ თქვენი არგუმენტი, ბატონო გიორგი, რასაც ბატონ ოთარს ეუბნებოდით, რომ იცით, რა მსხვილებს კი ეს მდგომარეობა აქვთ და წვრილები გაუწევენ კონკურენციას, სინამდვილეში პირიქით იქნება. დღეს აი, ამით რაც ხუთი დღე დაუწესეთ ყველას, 10 დღე მოაჭერით წვრილ და საშუალო კომპანიებს, ძალიან ბევრი წვრილი და საშუალო მეწარმე გაკოტრების პირას დააყენეთ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს"
 წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ წვრილ და საშუალო ბიზნესს პრობლემა არ შეექმნება. გიორგი კაკაურიძე მინისტრის გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია.

გიორგი კაკაურიძე-ის სურათის შედეგი„ჩვენ თუ ავდგებით და გავაკეთებთ, რომ ყველას მივცემთ 15 დღეს, დამიჯერეთ, საგადასახადო სისტემა საერთოდ ჩამოიშლება იმიტომ, რომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სუბიექტურ ფაქტორებზე, რომელიც ძალიან დააზარალებს ჩვენს ქვეყანას. გარკვეული გათანაბრება, მგონი, სწორი გადაწყვეტილება იყო და ამ გადაწყვეტილების შინაარსში ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წაადგება,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა შეკითხვის დასმის დროსმინისტრის მოადგილეს კონკრეტული კომპანიაც დაუსახელეს. ოთარ კახიძემ მაგალითად „დიპლომატ ჯორჯია“ მოიყვანა.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„ისედაც, როდესაც ლარი არის გაუფასურებული და სამუშაო ადგილები არ იქმნება, ამ დროს დამატებით კიდევ ჩვენ მოქალაქეებს ამ ნაბიჯით, მოუწევს თუ არა ამ კომპანიას დამატებითი ფულის მობილიზება, გაძვირება მოუწევს თუ არა?,“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენელს გიორგი კაკაურიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ის კონკრეტულ კომპანიაზე არ ისაუბრებს.

„არ მოუწევს ამ კონკრეტულ კომპანიას და თუ გააძვირებს ეს კონკრეტული კომპანია და არ მოინდომებს, რომ თავისი მენეჯმენტი გააუმჯობესოს, თუ გააძვირებს, ვერ გაყიდის, იმიტომ, რომ ათასი სხვა კომპანია არსებობს, ვისაც იგივე პროდუქტი შემოაქვს,“ - აღნიშნა კაკაურიძემ. 

დღის ამბები